ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შეფასება პოზიტიური იყო
ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შეფასება პოზიტიური იყო

საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური, – ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას. აპატურაის განცხადებით, არჩევნები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც სამართლიანი, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომლებიც მომავალ არჩევნებზე უნდა გამოსწორდეს.

„არჩევნები როგორც ნატო-ს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ეუთო-ს ჩათვლით, შეფასდა როგორც ღია და სამართლიანი. თუმცა არსებობდა გარკვეული კრიტიკა, მაღალი პოლიტიკური რიტორიკის მიმართ და ჩვენ ეს დავინახეთ. არსებობდა მშვიდი პოლიტიკური გარემოს შექმნის მოთხოვნა და ვიმედოვნებთ, მომავალ არჩევნებზე ეს მოხდება, თუმცა საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.