სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პროევროპული კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორკოკი ლიდერობს. მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერის, რობერტ ფიცოს მოკავშირე, პრორუსი პიტერ პელეგრინი გავიდა.

პიტერ პელეგრინის გამარჯვების შემთხვევაში, ფიცოს ძალაუფლების განმტკიცების შანსი აქვს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ფიცოს შეხედულებებმა და რუსეთთან დაახლოებამ დასავლეთის კრიტიკა გამოიწვია.