ჯეიკ სალივანი - ბაიდენმა ამჯერადაც მკაფიოდ უთხრა პუტინს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ესკალაციის შემთხვევაში აშშ პარტნიორებთან ერთად მკაცრ ზომებს მიიღებს
ჯეიკ სალივანი - ბაიდენმა ამჯერადაც მკაფიოდ უთხრა პუტინს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ესკალაციის შემთხვევაში აშშ პარტნიორებთან ერთად მკაცრ ზომებს მიიღებს

პრეზიდენტმა ბაიდენმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მკაფიოდ უთხრა ვლადიმერ პუტინს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ესკალაციის შემთხვევაში ამერიკა პარტნიორებთან ერთად მკაცრ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„თვალებში შემოგხედავთ და გეტყვით, ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტი ბაიდენი უყურებდა დღეს თვალებში ვლადიმერ პუტინს და ეუბნებოდა, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვიქცეთ ისე, როგორც არ მოვქცეულვართ 2014 წელს“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

სალივანის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინს შეახსენა, რომ არსებობს სხვა გზაც – დიპლომატია და დეესკალაცია.

სალივანის განმარტებით, პუტინთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმორ ზელენსკისთან გეგმავს საუბარს.

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.