ჯეიკ სალივანი - აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს
ჯეიკ სალივანი - აშშ მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, – განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.

„როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა. ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.