მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქსა და ქალაქზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა
მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქსა და ქალაქზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა

რუსეთმა, კიევის გარდა, უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქსა და ქალაქზე მიიტანა სარაკეტო დარტყმები. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა ჩერნიგოვის, პოლტავის, ვინიცის, სუმისა და ჟიტომირის ოლქებში.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ცნობა, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ლვოვში. ქალაქის მერი ამბობს, რომ შედეგად, ლვოვის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ცნობები ქალაქ ხარკოვში აფეთქებების შესახებ. სარაკეტო დარტყმების შედეგად გაჩერდა მეტროპოლიტენი. ქალაქს დენი არ მიეწოდება.

ასევე, აფეთქების ხმა ისმოდა კრივოი როგში, ხმელნიცკში და ოდესაში.

ცოტა ხნის წინ განმეორებითი აფეთქებების ხმა გაისმა კიევში. ქალაქში გათიშეს დენი. მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავშესაფებში დარჩნენ.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო დარტყმების სამიზნე ძირითადად კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.