პირველი რესპუბლიკა - ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურის, ვალოდია გოგუაძის ფიცი, რომ რაზმი ბოლომდე იბრძოლებს
11:38, 17.03.2018
1921 წლის 16 მარტს, როდესაც რუსეთის წითელ არმიასთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ომი თითქმის დასრულებული იყო, ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე ნიგოითიდან (ლანჩხუთი) ფიცს სდებს, რომ რაზმი ბოლომდე იბრძოლებს.
16.03.1921. ნიგოითი
„ბათომი. მთავრობის თავმჯდომარეს.
ჯავშნოსანი მატარებლებით მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე რომ იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად უკანასკნელი სისხლის წვეთამდის.
ჯავშნოსანი რაზმის უფროსი და რკინის გზის კომენდანტი ვალოდია გოგუაძე“.