ჯასტინ ტრიუდომ კირ სტარმერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - წინ ბევრი სამუშაოა, რათა ავაშენოთ უფრო პროგრესული, სამართლიანი მომავალი ატლანტიკის ორივე მხარეს, მოდი, გავაკეთოთ ეს, მეგობარო
ჯასტინ ტრიუდომ კირ სტარმერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - წინ ბევრი სამუშაოა, რათა ავაშენოთ უფრო პროგრესული, სამართლიანი მომავალი ატლანტიკის ორივე მხარეს, მოდი, გავაკეთოთ ეს, მეგობარო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტარმერს მიულოცა.

„დიდი ბრიტანეთის ისტორიულ არჩევნებში გამარჯვებას გილოცავ. წინ ბევრი სამუშაოა, რათა ავაშენოთ უფრო პროგრესული, სამართლიანი მომავალი ადამიანებისთვის ატლანტიკის ორივე მხარეს. მოდი, გავაკეთოთ ეს, მეგობარო“, – წერს ტრიუდო სოციალურ ქსელში.

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი, კირ სტარმერი გახდება.