ჯასტინ ტრუდო მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულება რუსეთის ლიდერთან გარკვეულ ურთიერთობას მოითხოვს, ამიტომ ოლაფ შოლცს პუტინთან უნდა დაერეკა
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, ოლაფ შოლცს პუტინთან უნდა დაერეკა, რადგან უკრაინაში ომის დასრულება რუსეთის ლიდერთან გარკვეულ ურთიერთობას მოითხოვს.
„ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ომის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელ მსოფლიოში. ხოლო კონფლიქტის გადაწყვეტა საჭიროებს ურთიერთქმედების გარკვეულ დონეს მეორე მხარესთან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ეთანხმები“, – განაცხადა ტრუდომ.
ამავე დროს, ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა და მისი მოკავშირეები აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მისი თქმით, კანადა უკრაინის გამარჯვების ერთგულია და სურს, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ტრუდომ არ გამორიცხა, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, ომის დამთავრების შესაძლებლობა გაჩნდეს.
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.