ჯასტინ მაკენზი სმიტი - გარე ჩარევის მცდელობები რეალური გამოწვევაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, ასეთი ჩარევების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ
ჯასტინ მაკენზი სმიტი - გარე ჩარევის მცდელობები რეალური გამოწვევაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, ასეთი ჩარევების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ

გარე ჩარევის მცდელობები რეალური გამოწვევაა როგორც საქართველოში, ასევე დიდი ბრიტანეთში ამერიკაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში, – ასე უპასუხა რუსეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა ვიდეოკონფერენციაზე.

გარე ჩარევის მცდელობები რეალური გამოწვევაა საქართველოში, ასევე დიდი ბრიტანეთში ამერიკაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

როგორც ჯასტინ მაკენზი სმიტმა აღნიშნა, გარე ჩარევები საუბედუროდ, ცხოვრებისეული ფაქტია დემოკრატიებში.

„ასეთი ჩარევების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმები, რომლებიც არსებობს საქართველოში და სხვა ქვეყნებში. საქართველოში იყო არჩევნები 2016, 2017, 2018 წლებში, ალბათ იყო მცდელობები ამ არჩევნებში ჩარევის, მაგრამ ეს არჩევნები მაინც შედარებით წარმატებულად ითვლება და მათი შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლების შეხედულებებს. დიახ, ეს არის რეალობა, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმებიც“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.