ჯასტინ მაკენზი სმიტი – საქართველოსა და ბრიტანეთის პარტნიორობისთვის მთავარი საერთო ღირებულებებია და გვეამაყება, რომ მათ განმტკიცებაზე ვმუშაობთ

20:23, 09.03.2020

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც საქართველოში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევაში იყო ჩართული. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გადამწყვეტია მოქალაქეთა ნდობის პატივისცემისთვის, რომელიც მათ პოლიტიკური ლიდერების მიმართ აქვთ. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს პარტნიორობისთვის მთავარი საერთო ღირებულებებია და ჩვენ გვეამაყება, რომ მათ განმტკიცებაზე ვმუშაობთ“, – წერს ჯასტინ მაკენზი სმიტი „ტვიტერზე“.

გუშინ, 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

მსგავსი