აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი (lightweight) წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის 18 აპრილს ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის უნდა ებრძოლათ, თუმცა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი UFC 249 გადაიდო.
ჯასტინ გეტჯიმ ჩაშლილ ღონისძიებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ინსტაგრამზე დააფიქსირა:
„ენერგიის მოზღვავებულ ნაკადს ვგრძნობდი, აფორიაქებული და აღელვებული ველოდებოდი ბრძოლას, ისევე როგორც უამრავი ადამიანი მსოფლიოში. მე ვამაყობ, რომ შემიძლია წარვადგინო სეფორდი, ჩემი ოჯახი და მეგობრები. მე გავაგრძელებ დაუღალავ შრომას მიზნის მისაღწევად და დაველოდები ახალ შანსს. მოდით, ყველამ ერთად დავამარცხოთ საერთო და მთავარი მტერი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მადლობა უფროსო! დანა ვაიტი არის ადამიანი, რომელთანაც საქმის დაჭერა ჩემთვის ძალიან საამაყოა!“.