დანა ვაიტის „კანდიდატთა სერიის“ შედეგები
დანა ვაიტის „კანდიდატთა სერიის“ შედეგები

ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში „დანა ვაიტის კანდიდატთა სერიის“ (Dana Whites Contender Series) მეოთხე სეზონის მეხუთე საბრძოლო ღამე შედგა. მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელ დენის ბუზუკიასა და მელსიკ ბაღდასარიანს შორის შედგა. სამწუხაროდ, „სერა ლონგოს“ გუნდის წევრმა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით წააგო და UFC-ის კონტრაქტი სომეხ სპორტსმენს ერგო.

 

ქარდის სხვა შედეგები

ჯიმი ფლიკმა ნეიტ სმიტი მტკივნეული ილეთით დაამარცხა;

რონი ლოურენსმა ჯოუს ჯონსოსნს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია;

ვილიამ ნაიტმა კოდი ბრუნდაჟს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო;

ტაკერ ლუცმა ჩეის გიბსონს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.