დანა ვაიტი - ტონი ფერგიუსონი, დიდი ალბათობით, მომდევნო ბრძოლას დასტინ პორიეს წინააღმდეგ ჩაატარებს
დანა ვაიტი - ტონი ფერგიუსონი, დიდი ალბათობით, მომდევნო ბრძოლას დასტინ პორიეს წინააღმდეგ ჩაატარებს

ტონი ფერგიუსონი ოქტაგონს უბრუნდება. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ლას ვეგასში გამართული უკანასკნელი ღონისძიების შემდგომ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ფერგიუსონის მომდევნო მეტოქე დასტინ პორიე იქნება.

ბრილიანტმა“ (პორიეს მეტსახელი) ბოლო ბრძოლაში დასტინ ჰუკერი დაამარცხა. ამერიკული მედიის ინფორმაციით ორთაბრძოლის გამართვის თარიღად ოქტომბერი განიხილება და ამჟამად მხარეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტონი ფერგიუსონმა დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან წააგო.