ჯარჯი აქიმიძე - ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს უმაღლესი თანამდებობის პირებს, ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს
ჯარჯი აქიმიძე - ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს უმაღლესი თანამდებობის პირებს, ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს

ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს უმაღლესი თანამდებობის პირებს, მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ესენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა კითხვაზე, იყო თუ არა ქიბარ ხალვაში მხოლოდ შუამავალი პერსონა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს უმაღლესი თანამდებობის პირებს, მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ესენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, ჩვენ ქიბარ ხალვაში საერთოდ არ გვინახავს, ქიბარ ხალვაში მოვიდა ნოტარიუსთან, არა მაშინ, რაც წილი შეიძინა და ხელი მოაწერა, არამედ ქიბარ ხალვაში იმ დოკუმენტის მიხედვით გახდა გარანტორი „რუსთავი 2“-ის ვალთან დაკავშირებით. ჩვენ ვალის ვალდებულება მოგვეხსნა და ქიბარ ხალვაშმა გადაიბარა, როგორც მომავალმა მეპატრონემ. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, ხალვაში არ გვინახავს. ქიბარ ხალვაშის სიტყვები ამდენი ხნის განმავლობაში რაც იყო, იგივე დარჩა“, – განაცხადა აქიმიძემ.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი პარლამენტში რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატს და სხვა დაინტერსებულ პირებს ხვდებიან.