ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს ვოკალური ჯგუფი The Swingles გახსნის
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მსმენელს წელს განსაკუთრებულ პროგრამას სთავაზობს.
ფესტივალი 3 მაისს დაიწყება და The Swingles-ისა და ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
The Swingles ფრანგული ვოკალური ჯგუფია, რომელიც 1962 წელს პარიზში ჩამოყალიბდა.
10 მაისს სცენა ამერიკელ ჯაზვოკალისტს Dee Dee Bridgewater დაეთმობა, რომელიც კომპოზიციებს ორკესტრთან ერთად შეასრულებს.
19 მაისს ქართელი მსმენელის წინაშე Janoska Ensemble წარდგება. ანსამბლი კლასიკური მუსიკის ისნტრუმენტალისტებისაგან არის დაკომპლექტებული. Janoska Ensemble ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული მიგნებებითა და შესრულების მანერით. ისინი მსმენელს ცნობილი კომპოზიციების თავიანთ ვერსიებს სთავაზობენ.
23 მაისს, ფესტივალს ქართველი ჯაზმომღერლის, მაია ბარათაშვილის საღამო დაასრულებს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს 3 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება.