ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 82 294 შემთხვევა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 27 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის – COVID-19-ის 82 294 შემთხვევა.
ორგანიზაცია აქვე განმარტავს, რომ ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად, დადასტურებად მიიჩნევა.
ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 82 294 შემთხვევიდან 76 630 დაფიქსირებულია ჩინეთში, ჩინეთის გარეთ კი, 3 664 შემთხვევა 46 ქვეყანაში.
27 თებერვლის მონაცემებით, ორგანიზაციამ შეტყობინება მიიღო 2 804 გარდაცვალების შესახებ, მათ შორის ჩინეთში – 2 747, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 13, იაპონია – სამი, ფილიპინები – ერთი, საფრანგეთი – ორი, იტალია – 12, ირანი – 22, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები – ოთხი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 27 თებერვლის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.