ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოვაკის“ ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ივნისში მიიღებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოვაკის“ ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ივნისში მიიღებს, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მართვადი დაავადებების პროგრამების მენეჯერმა, სიდჰარტა სანკარ დატამ განაცხადა.
„სინოვაკს“ ჯანმო-ს ავტორიზაცია ჯერ არ აქვს. ახლა ორ მიმართულებას ვუყურებთ – პირველი, ეს არის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები, რომელსაც ვიღებთ კლინიკური კვლევებიდან და მეორე, არის წარმოების კარგი პრაქტიკა, რომელიც აქვს კომპანია „სინოვაკს“. ჯანმო გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეისწავლის ყველა საჭირო მონაცემებს და ასეთ პრაქტიკას ჩვენ ვახორცილებთ ყველა ვაქცინასთან მიმართებით. სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება მიღებული იქნება ივნისში“, – განაცხადა სიდჰარტა სანკარ დატამ.
„სინოვაკის“ ვაქცინით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი საქართველოში დღეიდან დაიწყო. ქვეყანაში ამ დროისთვის „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზაა.