ჯანმოს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების გლობალური მაჩვენებელი რვა პროცენტით გაიზარდა
გასული კვირის განმავლობაში წინა შვიდ დღესთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირების გლობალური მაჩვენებელი რვა პროცენტით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული შემაჯამებელი მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში სამი პროცენტით არის გაზრდილი ვირუსის შედეგად გარდაცვალების რაოდენობა.
გლობალური მასშტაბით მსოფლიოში გასულ კვირას „კოვიდ-19“ თითქმის 3,3 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 60 ათასზე მეტი ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“ ინფიცირების გლობალური მაჩვენებელი უკვე მეოთხე კვირაა, მზარდია.