ჯანმო-ს ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 662 ათასი შემთხვევა გამოვლინდა
ჯანმო-ს ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 662 ათასი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით 662 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო დღე-ღამეში “კოვიდ-19“-ს 11,3 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 129,9 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,83 მილიონს მიაღწია.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ვირუსის შემთხვევების 37% – 251 ათასზე მეტი, ევროპაზე მოდის. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა 241 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 101 ათასზე მეტი შემთხვევით.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, კოვიდინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსი 30 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მეორე ადგილზეა ბრაზილია და ინდოეთი – 12 მილიონზე მეტი შემთხვევით და მეოთხეა საფრანგეთი – ოთხ მილიონზე მეტი ინფიცირებულით.