ჯანდაცვის სამინისტრო 27 წლის ექთნის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების ერთობლივ კონსილიუმს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრება. კონსილიუმში მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და სხვა ექიმები.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.