ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ასამბლეაზე შეთანხმდნენ, რომ პანდემიაზე მსოფლიოს რეაგირება მიუკერძოებლად შეფასდება
„კოვიდ-19“-ის გლობალურ პანდემიაზე მსოფლიოს რეაგირება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი გზით შეფასდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვირტუალურ ასამბლეაზე დღეს ორგანიზაციის 194-ვე წევრი სახელმწიფო შეთანხმდა.
დამოუკიდებელი შეფასებისთვის გამოძიების ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება რეზოლუციით არის განმტკიცებული.
მოკვლევის ჩატარების შესახებ წინადადება ევროკავშირს ეკუთვნის.