ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციამდე დამატებითი ანალიზების ჩატარების რეკომენდაციას არ იძლევა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციამდე დამატებითი ანალიზების ჩატარების რეკომენდაციას არ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერის, სიდარტა სანკარ დატას განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციამდე დამატებითი ანალიზების ჩატარების რეკომენდაციას არ იძლევა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი აცრამდე კონსულტაციას გადის ექიმთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოში მუშაობს ადეკვატური სისტემა, რათა ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა სწრაფად გამოვლინდეს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციამდე დამატებითი ანალიზების ჩატარების რეკომენდაციას არ იძლევა, თუმცა ნებიმისმიერი ადამიანი, რომელიც ვაქცინის გასაკეთებლად მიდის, პირველ რიგში კონსულტაციას გადის ექიმთან, სადაც მათ ეკითხებიან, აქვთ თუ არა სხვა დაავადებები. ეს მნიშვნელოვანია და მე პირადად ვნახე ეს პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუმცა მოქალაქესთან დიალოგი არ მთავრდება აცრით. ეს დიალოგი გრძელდება. აცრის შემდეგ მოქალაქე 45 წუთის განმავლობაში რჩება საავადმყოფოში, რათა გამოვრიცხოთ ვაქცინაზე ორგანიზმის შესაძლო რექცია, ხოლო მას შემდეგ, რაც პაციენტი სახლში მიდის, მას აქვს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს. საქართველოში მუშაობს ადეკვატური სისტემა, რათა ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა სწრაფად გამოვლინდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ ორშაბათს, 31 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.