ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი - არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსი მასთან არ გამოვლინდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ირანი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის და სადაც ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალია, შესაძლოა, იმაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ვიდრე ამას მოელოდნენ.
გებრეიესუსის თქმით, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის შემთხვევა მასთან არ გამოვლინდება.
„ეს ფატალური შეცდომა იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით“, – აღნიშნავს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
„თუკი იტალიას ავიღებთ, დიდი შვიდეულის წევრს, ეს მართლაც მოულოდნელი იყო. ამიტომ მრავალი სხვა განვითარებული ქვეყანა უნდა მოელოდეს ასეთ სიურპრიზებს.
ეპიდემიები ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ამ ვირუსს. თუმცა, ეს ვირუსი არ არის გრიპი. შესაბამისი ზომებით, მისი შეკავება შესაძლებელია“, – აცხადებს გებრეიესუსი.
მისივე თქმით, ვირუსს აქვს პანდემიური პოტენციალი.
„ახლა არ არის შიშის დრო. ახლა მოქმედების დროა ინფექციის პრევენციისთვის და სიცოცხლის გადასარჩენად“,- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი.