ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კორონავირუსის წარმოშობა ვიცოდეთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყნებს მოუწოდებს, ახალი ვირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ. ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში სიტყვით გამოსვლისას, ტედროს გებრეიესუსმა თქვა, რომ ჯანმრთელობის სააგენტო კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გულმოდგინედ მუშაობს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ძალიან ნათელია. უნდა ვიცოდეთ ამ ვირუსის წარმოშობა, რადგან ის დაგვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალი ეპიდემიები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წარმოშობა ვიცოდეთ. ეს ტექნიკური საკითხია. მე მინდა ვთქვა, რომ ზოგი ამის პოლიტიზებას ახდენს, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით წარმოშობის დადგენას. ასე რომ, ერთი რამ, რისი რჩევაც გვსურს არის ის, რომ მოდით, ნუ მოვახდენთ ამის პოლიტიზებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც მეცნიერების საფუძველზე შეგვიძლია“, – თქვა გებრეიესუსმა.