ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება, ეს არ არის ცრუ განგაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
გებრეისუსის თქმით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რამდენიმე ქვეყანა ახლა სახიფათო გზას ადგას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ახლა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების კრიტიკულ ეტაპზეა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობა, ჯანდაცვის აუცილებელი სამსახურების ჩამოშლა და სკოლების ხელახლა დაკეტვა. ვიმეორებ იმას რაც თებერვალში ვთქვი, ეს არ არის ცრუ განგაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.