ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 276 398 ადამიანს დაუდასტურდა
მსოფლიოში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 276 398 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსულ ინფექციას მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 6 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 744 000-ს აჭარბებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირების მაჩვენებლებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონია 10 მილიონზე მეტი შემთხვევით. ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, რომელსაც ბრაზილია და ინდოეთი მოჰყვებიან.