ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - მივმართავ ახალგაზრდებს, კორონავირუსისგან არც თქვენ ხართ დაცული
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ახალგაზრდებს მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. ტედროს გებრეიესუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი არა მხოლოდ მოხუცებისთვის, არამედ ახალგაზრდობისთვისაც საშიშია.
„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ 50 წლამდე ინფიცირებულებს სჭირდებათ საავადმყოფოში გადაყვანა. მე მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ არ ხართ დაცულები. ამ ვირუსს შეუძლია, რამდენიმე კვირა ჰოსპიტალში გაგატარებინოთ ან მოგკლათ კიდეც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ავად არ გახდებით, თქვენი გადაწყვეტილება, თუ სად უნდა წახვიდეთ, სხვებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, – განაცხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.