ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წელიწადში ერთხელ მოუწევთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მოხუცებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წელიწადში ერთხელ მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაცია „როიტერი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შიდა ანგარიშიდან, რომელიც „როიტერმა მოიპოვა, ნათქვამია, რომ ვაქცინის დამატებით დოზის გაკეთება რისკ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ, რათა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გაიმყარონ.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დამატებითი დოზის საჭიროება მოვლენების განვითარების ერთ-ერთი სცენარია. დანარჩენი ორი სცენარით ეს გათვალისწინებული არ არის.
სააგენტოს მიერ მოპოვებული ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მომავალ წელს გლობალურად „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო 12 მილიარდი დოზა იქნება წარმოებული.