ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამოგზაუროდ ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სამოგზაუროდ ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გამოაქვეყნეს.
მათი თქმით, აცრა არ უნდა იყოს ერთადერთი წინაპირობა, რომ ადამიანმა მოგზაურობა შეძლოს, რადგან ვაქცინებთან წვდომა პლანეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს.
მათივე მოსაზრებით, საერთაშორისო მოგზაურობისთვის ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულების დაწესება უთანასწორობას აღრმავებს და გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, მსგავსი წესის დამკვიდრების შემთხვევაში, ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდებიან.