ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია
„კოვიდ-19“-ის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა განაცხადა, რომელიც ყოველ სამ თვეში იკრიბება.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების კუთხით პროგრესი არის, არსებული სიტუაციის ანალიზის და პროგნოზის მიხედვით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, – განაცხადეს კომიტეტში.
კომიტეტის წევრების თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ასევე შიდა სივრცეების განიავება.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 244 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 მილიონზე მეტი ადამიანი.