ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი შესაძლოა, არასდროს გაქრეს და ის ენდემურ ვირუსად იქცეს
კორონავირუსი შესაძლოა, არასდროს გაქრეს, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექიმმა მაიკ რაიანმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა იარსებებს, ვირუსის კონტროლისთვის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.
„მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, ვირუსი შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემურ ვირუსად იქცეს ჩვენს საზოგადოებაში და ის შესაძლოა, არასდროს გაქრეს. იმუნოდეფიციტური ვირუსი არ გამქრალა, მაგრამ მისი კონტროლი ვისწავლეთ“, – განაცხადა ექიმმა მაიკ რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ვერავინ შეძლებს თქმას, როდის გაქრება „კოვიდ-19“.