ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში ვირუსის გავრცელება კრიტიკულ ფაზას უახლოვდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში ვირუსის გავრცელება კრიტიკულ ფაზას უახლოვდება.
ორგანიზაციის განმარტებით, რეგიონის მასშტაბით შეზღუდვების შემცირების პროცესმა შესაძლოა, ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება გამოიწვიოს.
„ივნისის თვეში დაფიქსირებული ინფიცირების მაჩვენებელი, რეგიონში გასული ოთხი თვის განმავლობაში გამოვლენილ შემთხვევების საერთო რაოდენობაზე მაღალია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია, სამედიცინო პერსონალი გადაღლილი, რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილი ჯერ კიდევ რისკის ქვეშ არის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, აჰმედ ალ-მანდარიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, რეგიონში ყველაზე რთული მდგომარეობა პაკისტანში, ერაყში, ირანში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეშია.