ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნამდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს
ეფექტური ვაქცინის შექმნამდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პანდემიის შეკავება არ მოხდება, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ- 19“-ის შედეგად 984 590 ადამიანია გარდაცვლილი.