ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლისა და გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად ევროპისთვის „რთული მომენტი“ დგება
ახალი სასწავლო წლისა და გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად ევროპისთვის „რთული მომენტი“ დგება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
„ნამდვილად, ახლა არის რთული მომენტი, როდესაც ზაფხულიდან შემოდგომაზე გადავდივართ და სამი მოვლენა ერთიანდება. ერთი მათგანია სკოლების გახსნა და აკადემიური წლის დაწყება და მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანზასადმი, რომელიც 31 აგვისტოს ჩემთან ერთად ჩაატარებს რეგიონულ კონფერენციას სკოლების უსაფრთხო და ეტაპობრივი გახსნის საკითხზე. მეორე საკითხია გრიპის სეზონი და რისკის ჯგუფებს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო აცრები. ხოლო მესამე მოვლენა არის ზამთრის პერიოდში ხანდაზმულ ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. ასე რომ, ყურადღება ახლა საკვანძო სიტყვაა“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
პრესკონფერენციაზე ჰანს კლუგემ კორონავირსს უწოდა „ტორნადო გრძელი კუდით“.
„ზაფხულის პერიოდში ჩვენ ვადევნებდით თვალს ახალგაზრდების ჯგუფში დაავადების მაჩვენებლის ზრდას და ჩვენი გზავნილი უცლელია – „არავინ არის უძლეველი“. მართალია, შესაძლოა ახალგაზრდებისთვის ის არ არის აუცილებლად მომაკვდინებელი, თუმცა ეს არის ტორნადო გრძელი კუდით და ის აზიანებს მრავალ ორგანოს, ვირუსი აზიანებს ფილტვებს, ასევე გულსა და სხვა ორგანოებს და გარკვეულ ეტაპზე ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, უფრო მჭიდრო კონტაქტში არიან უფრო ხანდაზმულ მოსახლეობასთან“,- განაცხადა კლუგემ.