ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და ეს მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა პანდემიის განმავლობაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, ყველაფერი გააკეთონ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს ძალადობრივ ურთიერთობებში დარჩენისკენ უბიძგებს.
„ქალთა მიმართ ძალადობა ყველა ქვეყანასა და კულტურაში ენდემურია, რაც მილიონობით ქალს და მათ ოჯახებს ზიანს აყენებს, ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა პანდემიის დროს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.