ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მტკიცებულება, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს, ჯერ არ არსებობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მტკიცებულება, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა კორონავირუსისგან იცავს, ჯერ არ არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მტკიცებულება, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა (ბეცეჟე) „კოვიდ-19“-სგან იცავს, ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა, კერძოდ „ბეცეჯე” იცავს ადამიანებს „კოვიდ-19“-სგან. ამ საკითხის შესასწავლად ორი კლინიკური ცდა დაწყებულია, თუმცა ჯერ მტკიცებულება არ არის. თუ ასეთი მტკიცებულება გამოჩნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაცია მათ შეისწავლის. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ეს ვაქცინა კორონავირუსისგან დასაცავად იყოს გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში.