ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი შემდეგ კვირაში ათ მილიონს მიაღწევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი შემდეგ კვირაში ათ მილიონს მიაღწევს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„პანდემიის პირველ თვის განმავლობაში ინფიცირების 10 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გასული თვის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ოთხ მილიონს მიაღწია“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, ეს გამომაფხიზლებელი შეხსენებაა იმ პასუხისმგებლობისა, რომ ორგანიზაციამ და მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.