ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ზე იმუნიტეტის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის წინააღმდეგია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ზე იმუნიტეტის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის წინააღმდეგია.
შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა.
როგორც „გარდიანი“ წერს, ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ მოქალაქეებს, ვისაც ორგანიზმში „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, ე.წ. იმუნიტეტის სერტიფიკატი გადაეცეს, რაც კარანტინის პირობებში მათ თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის საშუალებას მისცემდა. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, იმის მტკიცებულება, რომ „კოვიდ-19“-ისგან განკურნებულ პაციენტებს დაავადებაზე იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ და ისინი დაცულები არიან, ჯერ არ არსებობს.
„პანდემიის ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ ანტისხეულები არის იმუნიტეტის გარანტია. არსებობს საფრთხე, რომ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაავადების მიმართ იმუნიტეტი აქვთ, რადგან ტესტით მათ ანტისხეულები გამოუვლინდათ, დაარღვევენ კარანტინს და ხელს შეუწყობენ დაავადების გავრცელებას“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.