ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით ყოველწლიურად სამი მილიონი ადამიანი იღუპება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით ყოველწლიურად სამი მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ალკოჰოლით სამი მილიონი ადამიანი კვდება.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით იმაზე მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შიდსით, ძალადობითა და საავტომობილო ავარიის შედეგად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 237 მილიონ მამაკაცს და 46 მილიონ ქალს ალკოჰოლით გამოწვეული დაავადების დიაგნოზი აქვს დასმული.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ევროპაში ალკოჰოლს სულ უფრო ცოტა ადამიანი იღებს, თუმცა აზიაში პირიქით. ყველაზე რთული სიტუაცია ჩინეთსა და ინდოეთშია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გააკეთონ მეტი, რათა ალკოჰოლის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს.