ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 14 იანვარს კორონავირუსის საკითხზე საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 14 იანვარს კორონავირუსის საკითხზე საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსგავსი სხდომა უკვე მეექვსედ გაიმართება. სხდომის შემდეგ ექსპერტები რეკომენდაციებს გამოაქვეყნებენ.
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 5,2 ათასით გაიზარდა და გლობალურად დაღუპულთა რაოდენობამ 1,94 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 90 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული კვლავ აშშ-შია, სადაც „კოვიდ-19“ სულ 22 მილიონ 428 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამე ბრაზილია, ხოლო მეოთხე რუსეთი.
პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორის არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.