ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომას არასამთავრობო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, რომელთა წინადადება იყო, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება არ მოხდეს და ცვლილებებზე მსჯელობა ფართო საზოგადოებასთან ერთად მოხდეს.
საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მმართველი გუნდის მიერ არის ინიცირებული, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მხარი ცხრა დეპუტატიდან ხუთმა დაუჭირა. აღნიშნულ სხდომას კომიტეტის შვიდი წევრი არ დაესწრო, რომლებიც არსებული ინფორმაციით, საკითხის წინააღმდეგ გამოდიან.
ცვლილებები ერთი მხრივ, საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, მაგრამ მეორე მხრივ კი, ნარკორეალიზატორების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამკაცრებს.