ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში მიმდინარე შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები შეუერთდნენ
ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში მიმდინარე შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები შეუერთდნენ

ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში შეხვედრა უკვე დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს.

თავდაპირველად შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესა და კომიტეტის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს შორის მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი მათ კომიტეტის წევრები ლევან კობერიძე და მარიამ ჯაში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი და ნინო წილოსანი  შეუერთდნენ.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო.

კომიტეტის შვიდი წევრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია.

დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნარჩემაშვილი, მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე და დიმიტრი მხეიძე საკანონმდებლო პროექტით გათვალისწინებულ ნორმებს მხარს არ უჭერენ.