ჯანდაცვის კომიტეტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის განხილვას გაგრძელდება.
კანონპროექტის მიზანია, იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, ინფორმირებას და მათ თანაბარ ჩართულობას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში. კანონპროექტის სესიაზე უახლოეს კვირაში იგეგმება.
„ჩვენ ფუნდამენტურად ვცვლით შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ძალიან ნეგატიური წინაპირობები ჰქონდა ამ ყველაფერს და პროაქტიურად დავამუშავეთ ის კანონი. პრაქტიკულად მოვიცავით ყველა ევრორეგულაცია, რომელიც ამ სფეროში ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გვქონდა დაკისრებული. ეტაპობრივად იწყება შრომის უსაფრთხოების სისტემის რაღაც სტანდარტების დანერგვა საქართველოში და ეს გარკვეულ ინსტიტუციურ მექანიზმებსაც გულისხმობს. კონტროლის მექანიზმები იქნება, რაც კანონში წერია, შრომის ინსპექციისათვის იყოს აღსრულებადი. ასევე, მთავრობას დაევალება ამ კანონის მიხედვით, რომ მალ-მალე წლის განმავლობაში წარმოადგინოს საკანონმდებლო ჩარჩო, როგორ უნდა მოხდეს შრომის უსაფრთხოების და შრომის ძლიერი ინსპექციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მაღალი სტანდარტის და უზრუნველყოფს შრომით უფლებების დაცვას ქვეყანაში. საუბარია, რომ უნდა გაკეთდეს მაღალი სტანდარტის. ეს იქნება სსიპ-ი მთავრობის დაქვემდებარებაში თუ მინისტრის, ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.