ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის „ტურანდოტის“ პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში 25 მარტს გაიმართება
ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის „ტურანდოტის“ პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში 25 მარტს გაიმართება.
საოპერო დადგმა პუჩინის ფესტივალის Torre Del Lago-სა და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა.
„ტურანდოტის“ დამდგმელი რეჟისორი ალფონსო სინიორინი იქნება, სცენოგრაფი – კარლა ტოლომეო, კოსტიუმების მხატვრები კი ფაუსტო პულიზი და ლეილა ფტეიტა.
იტალიელი ხელოვანები, ოპერაზე სამუშაოდ თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ. სპექტაკლებს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, ისე მოწვეული ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.
სწორედ ამ დადგმით გაიხსნა 2017 წლის ზაფხულში, იტალიაში, პუჩინის ფესტივალი Torre Del Lago.
კოსტიუმებს და დეკორაციებს მაყურებელს ამოგზაურებს კარლ გოცის ზღაპარში, ჩინეთის იმპერატორის სასახლეში, სადაც ვითარდება პრინცესა ტურანდოტის და პრინც კალაფის სასიყვარულო ისტორია.
ჯაკომო პუჩინი ოპერას „ტურანდოტი“ სიცოცხლის ბოლომდე წერდა და მისი გარდაცვალების შემდეგ ის მისმა მეგობარმა, ფრანკო ალფანომ დაასრულა. სპექტაკლის პრემიერა 1926 წელს მილანის „ლა სკალაში“ შედგა.