თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ყირიმელმა განაცხადა, ხანძრის შედეგად 80 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია დაიწვა.
„იწვოდა კერძო საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი და სასხვენო გადახურვა. მეხანძრე მაშველების დროული მოქმედებების შედეგად, ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფი ხანძრისგან მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა”, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.