თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა სახლის მეორე სართული და სხვენი, დაახლოებით 100 კვ.მ.
მათივე ინფორმაციით, ერთმა ადამიანმა მცირე დამწვრობები მიიღო, ორმა კი მსუბუქი ინტოქსიკაცია.
„ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოებია. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.