იზმირის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 104 პირს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა
იზმირის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე 104 პირს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა

იზმირის სასამართლომ 104 პირს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. მათ 2016 წლის 15 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

სასამართლოში სულ 208 ადამიანის საქმე განიხილებოდა.

კონსტიტუციის დარღვევისა და ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტოსთან” კავშირისთვის 20 წლიანი პატიმრობა კიდევ 21 პირს მიესაჯა.

წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაკავებების სერია დაიწყო. შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათასობით ადამიანი აღმოჩნდა.