თურქეთში 64 სამხედროს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
თურქეთში 64 სამხედროს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თურქეთში სასამართლომ 64 სამხედროს 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ამასთან, სასამართლომ ამავე საქმეზე ასი ბრალდებული გაამართლა. მსჯავრდებულთა შორის სამხედრო აკადემიის მასწვალებლები და სტუდენტები არიან.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისის ღამით განხორციელდა, რად დროსაც დაიღუპა 240-ზე მეტი ადამიანი.

არშემდგარი ამბოხის შემდეგ თურქეთი 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 140 ათასამდე საჯარო მოხელე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.