ივნისში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 286.8 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის ივნისში საქართველოში 146 664 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 286.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 68 493 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 76 946, საზღვაო გზით – 555 და სარკინიგზო გზით – 670.
რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის ივნისში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით , ესენია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 87.0 პროცენტი; ისრაელი – 15 837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 34 328.3 პროცენტი; უკრაინა – 15 493 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1324.0 პროცენტი; რუსეთი – 14 967 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 332.9 პროცენტი; სომხეთი – 13 342 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 68.7 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 10 863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 372.5 პროცენტი; ყაზახეთი – 7 328 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1 374.4 პროცენტი; აზერბაიჯანი – 6 900 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 92.2 პროცენტი; ბელარუსი – 3 809 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 381.5 პროცენტი; უზბეკეთი – 2 772 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 181.7 პროცენტი; პოლონეთი – 1 793 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 5 173.5 პროცენტი; აშშ – 1 709 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3 251.0 პროცენტი; გერმანია – 1 633 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 2 412.3 პროცენტი. ირანი – 1 352 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3 554.1 პროცენტი;