ივნისში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 286.8 პროცენტით გაიზარდა
ივნისში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 286.8 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის ივნისში საქართველოში 146 664 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 286.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 68 493 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 76 946, საზღვაო გზით – 555 და სარკინიგზო გზით – 670.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის ივნისში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით , ესენია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 87.0 პროცენტი; ისრაელი – 15 837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 34 328.3 პროცენტი; უკრაინა – 15 493 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1324.0 პროცენტი; რუსეთი – 14 967 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 332.9 პროცენტი; სომხეთი – 13 342 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 68.7 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 10 863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 372.5 პროცენტი; ყაზახეთი – 7 328 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1 374.4 პროცენტი; აზერბაიჯანი – 6 900 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 92.2 პროცენტი; ბელარუსი – 3 809 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 381.5 პროცენტი; უზბეკეთი – 2 772 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 181.7 პროცენტი; პოლონეთი – 1 793 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 5 173.5 პროცენტი; აშშ – 1 709 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3 251.0 პროცენტი; გერმანია – 1 633 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 2 412.3 პროცენტი. ირანი – 1 352 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3 554.1 პროცენტი;